კვლ.X.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის
საგანი და კვლევის ეტაპები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
განსაზღვრავს
და აყალიბებს კვლევის მიზანს;
·
განსაზღვრავს შესაბამისი ინფორმაციის მოძიების წყაროებს;
·
გამოთქვამს არგუმენტირებულ მოსაზრებას/ვარაუდს;
·
განსაზღვრავს
მონაცემების მოპოვების გზებს (მაგ., ცდით,
საველე სამუშაოს ჩატარებით, გამოკითხვით, საკითხის ირგვლივ
ლიტერატურის მოძიებით);
·
განარჩევს მუდმივ
და ცვლად (დამოკიდებულ, დამოუკიდებელ) პარამეტრებს;
·
·
განსაზღვრავს
მონაცემების აღრიცხვის ფორმებს (ცხრილები, გრაფიკები, სიები, ფოტოები, ჩანაწერები).
კვლ.X.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა
წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს სხვადასხვა ხერხს (დიაგრამებს, ცხრილებს,
გრაფიკებს, სიებს) მონაცემთა წარმოსადგენად;
·
იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიებს თვისებრივი და რაოდენობრივი
მონაცემების დასამუშავებლად და წარმოსადგენად.
No comments:
Post a Comment